"შინაგან საქმეთა სამინისტროს რას უშვებით? ოცნების მონა უნდა გახდეს?"- ხოშტარია ბორჯომის ამბებს დემოკრატიაზე დარტყმად აფასებს
პოლიტიკა - 14:36, 01 Mar, 2018     1583
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბორჯომის საკრებულოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესები დემოკრატიაზე დარტყმად შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება წაგებას ვერ ეგუება და შედეგების შეცვლას ახლა ძალადობით ცდილობს:

„უნდა მისცეთ თქვენ აქტივისტებს მითითება, რომ არჩევნების შედეგები არ უნდა შეცვალონ ძალადობით, არავის არ მოწონს არჩევნების წაგება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს ნორმალური ქვეყანა, არ შეიძლება ძალადობას მიმართო, საბოტაჟი მოუწყო საკრებულოს, პოლიციას მისცე მითითება, რომ ხელია არ გაანძრიოს და ტყვეობაში მყოფ საკრებულოს თავმჯდომარეს უყუროს. მიეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება, რომ წესრიგი დაამყაროს საკრებულოში. აქ საკრებულოში დეპუტატებს არ გვიშვებდნენ, შეიძლება რაღაც ქნათო, შეიძლება კი არა ამ წუთებშიც შვებიან და არ უშვებენ საკრებულოს თანამშრომლებს შენობაში. სწორედ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ რა დღეშია ჩვენი თვითმმართველობა, როდესაც იმიტომ რომ წაგება არ მოსწონთ, ძალადობას მიმართეს და რა საგანზე? ხელფასი მოგვიმატეო. ის კი არა ბორჯომი ავაყვავოთ და ხალხს რამე ვუშველოთ, არა, ხელფასი მინდა მეტიო. ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც ერთ ადგილზე წაგებული არჩევნები, დემოკრატიის ასეთ დარტყმას იწვევს. ამიტომ აქ საჭიროა პოლიტიკური შეფასებაც და კონკრეტული ზომების მიღებაც.

დემოკრატიულად ვიკამათოთ და არა მუშტებით, როგორ შეიძლება პარლამენტის წევრს ვიღაცა იქ ურტყამდეს, არანაირი კავშირი არ მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და საშინელ კონფრონტაციაში ვართ, მაგრამ შეიძლება რომ პარლამენტის წევრს ურტყამდეს ვინმე. ეს ჩვენი დემოკრატიის და პარლამენტის პრესტიჟია, ეს ქმედება ინსტიტუტებზე დარტყმაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რას უშვებით? ოცნების მონა უნდა გახდეს? მე მცხვენია, როდესაც პოლიციელი იღებს დავალებას, რომ როდესაც ძალადობა ხდება განზე გავიდეს.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42