მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრებმა 700 აქტივისტთან ერთად დაარბიეს ბორჯომის საკრებულო და უმოწყალოდ ცემეს საკრებულოს წევრები.
„თქვენი კოლეგები საკრებულოს ადგილობრივ დონეზე არ გამოცხადებულან სხდომაზე და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და გუშინ როგორც გამოცხდნენ ნახეთ. როდესაც 700 აქტივისტთან ერთად გამოცხადდნენ და საკრებულოს შენობა დაარბიეს პირდაპირი გაგებით, გაუსწორდნენ ფიზიკურად საკრებულოს წევრს და დღის 12 საათზე საკრებულოს წევრი იყო უმოწყალოდ ნაცემი უმცირესობის რიგებიდან. ამის შემდეგ, მოხდა მათი ბლოკირება, პიკეტირება, ოთახებში გამომწყვავა. ამის შემდეგ მე, თქვენი კოლეგა ჩავედი და კარგი იქნებოდა, თქვენც ჩამოსწულიყავით, რადგან იქ იყვნენ არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და საფრთხე იყო მათი ფიზიკური განადგურების გადაჭარბების გარეშე, იმედი თვალს მაინც ადევნებდით და ისიც იხილეთ ალბათ, რა დაპირისპირებაში შემოვიდნენ ჩემთან, ანუ თქვენ კოლეგასთან“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






