ბორჯომის მუნიციპელიტეტში მისული მოქალაქეები შენობაში ვერ შედიან. დღეს, დილიდან იქ მივიდნენ ჩარხისწყალზე მცხოვრებლები, რამდენიმე დღის წინ მათ საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, მოქალაქეები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ. მერიის შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები იცავენ და მერიის თანამშრომლების გარდა შენობაში არავის უშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის ტელევიზია ავრცელებს.
საჯარო მოხელეები შენობაში იმყოფებიან, თუმცა სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვთ. ასევე დღეს მუნიციპალიტეტში არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატები. რასაც დეპუტატების მხრიდან პროტესტი და სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მერიის თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და გუშინ მათ ხელფასებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






