ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. ამის შესახებ ზურაბ ბაქრაძის ადვოკატმა გლდანის ციხეში შესვლამდე ისაუბრა. ზაზა შანავას ინფორმაციით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს.
„ამას გაქცევას ნუ დავარქმევთ, სანამ ბრალს წაუყენებდნენ, მანამდე გავიდა ქვეყნიდან. ოდესმე ხომ უნდა დაბრუნებელიყო და დაბრუნდა. თვითონ ის განცხადება, რაც გააკეთა, შემამსუბუქებელია, მაგრამ შესაძლოა ასე მარტივად არ გადაწყდეს. გამორიცხვით, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო. აღკვეთ ღონისძიებაზეც ვმსჯელობთ, შევხვდები, გავესაუბრები და ჩამოვყალიბდებით, არ არის გამორიცხული, გირაო მოვითხოვოთ,“ - განაცხადა ზაზა შანავამ.
ბუტა რობაქიძის საქმზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელიც აქამდე მიმალვაში იმყოფებოდა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






