ტატუნაშვილის მკვლელობა - ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ქართული მხარისა და საერთაშორისო ლიდერების განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს
პოლიტიკა - 13:03, 01 Mar, 2018     1649
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოში მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მარიონეტული რეჟიმი, ტატუნაშვილის მკვლელობაზე რეაქციებს, ქართველი პოლიტიკოსების მიერ „მგრძნობიარე თემების უსინდისოდ გამოყენებას“ უწოდებს, იცავს საკუთარ "პატრონს" - რუსეთს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერთა განცხადებებს - პროვოკაციულად აფასებს.

„მაშინ როდესაც, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიტუაციის საღად შეფასებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი უსინდისიდ იყენებს ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად“ - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყების განცადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით თვალშისაცემია ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, დავიწყებული ექსტრემისტული მოწოდებიბის დაბრუნება, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიულ რევანშიზმს პოლიტიკური დღის წესრიგი არასოდეს დაუტოვებია.

„მიმდინარე მოვლენებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებელს და სამხრეთ ოსეთისადმი და მისი მაცხოვრებლებისადმი მათ რეალურ განწყობას. გაჩაღებულმა ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ტატუნაშვილის საქმეზე რეაციამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, აგრძელებენ რუსეთის მისამართით აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს “ოკუპაციასთან“ დაკავშირებით და მოუწოდებენ ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე სხვა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ფართო ისტერიის ფონზე, რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეები, განაგრძონებ „შეშფოთებას“ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სიტუაციის პროვოცირებას განაგრძობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42