სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება - ,,ოცნების“ შიდაპოლიტიკური ინტრიგების იარაღი?
პოლიტიკა - 12:52, 01 Mar, 2018     1624
ისეთი პირი უჩანს, რომ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა შესაძლოა, დიდი პოლიტიკური პერეტრუბაციების საბაბი გახდეს. ზოგადად, ჯერ კიდევ 2001 წლის ზაფხულშ, ანუ მაშინ, როცა გიორგი სანაია მოკლეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ვიღცამ პოლიტიკური მიზნებისთვის დაგეგმა. მართალია, გამოძიებამ, შეკვეთილი მკვლელობის ვერსია გამორიცხა და მოხმდარი ე.წ. საყოფაცხოვრებო კონფლიქტით ახსნა, მაგრამ ამის მიუხედავად, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მაშინაც და ახლაც დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტი პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა. სხვათა შორის, ეს ეჭვი ვერც მკვლელობისთის გასამართლებული გრიგილ ხურცილავას, იგივე „გრიცკოს“ მონათხრობმა გააბათილა.

მოდით, გავყვეთ ვერსიას, რომ სანაიას მკვლელობის კვალი დიდი პოლიტიკურ თმაშებამდე მიდის. სხვათა შორის, ჯერ კიდევ რევოლუციამდე მოქკავშირის ის ფრთა, რომელიც „რეფორმატორების“ სახელით იყო ცნობილი, პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავდა და არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჟრნალისტის მკვლელობის რეალური მიზეზიც დადგინდებოდა და რეალური მკვლელიც გამოაშკარავდებოდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მას შემდეგ 17 წელი გავიდა, საქართველოში ხელისუფლება, მინიმუმ, ორჯერ შეიცვალა, მაგრამ გიორგი სანიას მკვლელობის ხელახალი გამოძება დღის წესრიგში არ დამდგარა.

ჯერჯერობით უცნობია, 17 წლის წინანდელი ტრაგედიის თავიდან გამოძების გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურა ამჯერად მაინც მიიღებს თუ არა, თუმცა მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მისცა, წესით, ახალ გარემოებად უნდა იქნმეს მიჩნეული და შესაბამისად, ხელახალი გამოძებაც უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ: ციხისთვი, რომელიც შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია, ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავის იმასაც ჰყვება, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. ციხისთავის ინფორმაციით, მკვლელობის ერთ-ერთი დამკვეთი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი იყო, რომელიც მაშინ კახეთის სამხარეო პოლიციას ხელმძღვანელობდა.

„ეგ გრიცკო ვინც აიღო თავის თავზე, ჩვენი საქმეების მომცემი იყო ხოლმე. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და იქიდან გვაწვდიდა გადაადგილებებს ამ უცხოელებისა და სხვადასხვა... პანკისის ბანდას რა. მაშინაც მორიგე იყო ის ორი ესპანელი რომ მოვიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა,“- ამბობს ციხისთავი, რომელმაც ყველაფერი ეს რამდენიმე წლის წინ, სასამართლო პროცესზეც მოჰყვა, თუმცა მაშინ ციხისთავის განცხადებებისთის საგამოძიებო უწყებას ყურადღება არ მიუქცევია.

„ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო ეუბნება, რომ ციხისთავის ისევ გააქტიურება, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე შიდა ფრთის ინტერესში შედიოდეს. ზოგადად, ცნობილია, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებაც, რომ ლამის 20 წლის წინანდელი მკვლელობების დღეს გააქტიურება შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენოს, ანუ როგორც ჩვენი წყარო ეჭვობს, ივანიშვილსა და ე.წ. კახელების კარტელს შორის ბოლო დროს ურთერთობა უკიდურესად დაიძაბა. ზოგადად, ლოგიკას თუ გავყვებით, პატიმარი ჟურნალისტებთან დაკავშრებას ვერ მოახერხებდა, ეს ვინმეს ინტერესში რომ არ შედიოდეს. ეს ეჭვი მაშინ უფრო გაძლირედება, თუ მთვარი პროკურატურა სანაიას მკვლელობის ხელახალ გამოძებას დაიწყებს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მთვარ პროკურატურაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა და თნამდებობა თბილისის პროპკურორმაც დატოვა, რომელიც სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, „კახელებთან“ დაახლოებული პირია.

ერთ-ერთ ვერსიით, ივანიშვილსა და ზემოხსენებულ ჯგუფს შორის უთანხოების მიზეზი ბიზნესინტერესები გახდა. შესაბამისად, 17 წლის წინ მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორებად იქნეს გამოყენებული. ამასთან, თუ სანაიას მკვლელობის გამოძიება ხელახლა დაიწყება, „ოცნების“ ძალოვანები საზოგადოების ნაწილისა და ჟურნალისტის ოჯახის გულს მოიგებენ. ცნობილია, რომ გიორგი სანაიას ოჯახს მკვლელობის ოფიციალურ ვერსიის დღემდე არ სჯერა და ამტკიცებს, რომ ჟრნალისტი ქილერმა მოკლა.

ცნობისათვის, 2015 წელს გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი სერგო ძაგნიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსაც დაინიშნა. მაშინ გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია წერდა, რომ სწორედ ,,ეს პერსონა იყო 2001 წელს გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი და ეს საქმე როგორც .,,გამოიძიეს“ ყველას ახსოვს“. ვახო სანაია იქვე ძაგნიძის რამდენიმე ფრაზასაც იხსენებდა: 1. ,,ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა''. 2. ,,ვახომ მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე''. 3. ,, შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია''. 4. ,, ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ'' - წერდა ვახო სანაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42