ერგნეთში ინციდენტების პრევენციების ჯგუფის შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის ტერიტორია დაატოვებინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით ორი მთავარი საკითხი, რომელსაც შეხევდრაზე განიხილავენ, იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების, კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება:
“პრინციპული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ესაა ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა.“- განაცხადა ქემოკლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






