"ვინც "წითელ ინტელიგენციას" გვიწოდებთ - ვინ ხართ, რა შეგიქმნიათ? ღმერთმა შეგინდოთ და გონზე მოგიყვანოთ" - ქეთი დოლიძე
სოც.მედია - 10:44, 01 Mar, 2018     3512
საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ირწმუნებიან, რომ პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ, გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.


აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელებში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რასაც წერილის ერთ-ერთი ავტორი, რეჟისორი ქეთი დოლიძე გამოეხმაურა."

"სტატუსი, რომელიც აუცილებლად ჩავთვალე!!!!!

ყველა, იმათ გასაგონად, ვინც გულში მჯიღს ირტყამთ და "წითელ ინტელიგენციას " გვიწოდებთ!!!! მხოლოდ ფაქტები, რომელზეც თქვენ, "ვაი პატრიოტებო", არ გაქვთ და არც გექნებათ პასუხი!!!!! რატომ მაშინ არ შემოირტყით თავში ხელი, როცა ჯერ კიდევ გუმბერიძის დროს ცხინვალს მიადექით და სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ, კარი ჩაგვირაზეს და შიგ არ შეგვიშვეს!!!! ხომ გააუქმეთ ავტონომია?! რა მივიღეთ? დავკარგეთ ცხინვალი!!!! ვის აძლევდა ეს ხელს? რა თქმა უნდა, რუსეთს!!!

1989 წლის 4 მარტს ვინ გამოვიდა უზარმაზარი ლოზუნგებით " გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია?!" თქვენ არ იყავით?! რა მივიღეთ?! 22 ჩახოცილი ქალი და დაკარგული აფხაზეთი!!! ვის აძლევდა ეს ხელს? რა თქმა უნდა, რუსეთს!!!! 1993 წელს ვინ გავარდა ფრონტის ხაზისკენ მატარებლით, რომ ეს ძმათამკვლელი ომი შეგვეჩერებინა? ჩვენ, საქართველოს ქალები! სად იყავით თქვენ, ვინც ახლა გვქოლავთ? ბატონო???? ერთხელ მაინც გადავდგით ნაბიჯი, რომ აფხაზებს და ოსებს შევრიგებოდით??? გარე - გარე რომ დავრბივართ და უცხოეთში ვეძებთ შერიგების გზებს, თქვენ სად ზიხართ, "არაწითელო" პატრიოტებო??? მიუხედავად კონდოლიზა რაისის და ზოგადად, ამერიკელების გაფრთხილებისა, ვინ დაეტაკა ცარიელ ცხინვალს გიჟივით, ვინ აყვა პროვოკაციას 2008 წელს?! ჩვენ!!!!! ვის აძლევდა ეს ხელს???? რა თქმა უნდა, რუსეთს!!!

2012 წლამდე, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, მოიკითხეთ? დამისახელეთ ერთი სწორი ნაბიჯი, რომელმაც კრიზისიდან გამოგვიყვანა! ის დასავლეთიც სულ იმას არ გიკიჟინებთ, გამონახეთ საერთო ენა თქვენს მეზობელთანო? თუ არა?! 2004 წელს, ვაშინგტონში, ერთმა პოლიტიკოსმა, საქართველოზე შეყვარებულმა, სხვათა შორის, მითხრა: "ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ არ ვართ თქვენი მეზობლები, რუსეთია და ამაზე იფიქრეთო!" იმ ავბედით აგვისტოს ღამეს, შემთხვევით მოვხვდი "თბილისი - მერიოტში", როცა გორს მომდგარი რუსის ჯარი სარკოზიმ შეაჩერა, დიახ, სარკოზიმ, რადგან ოკეანის გადაღმა ვიღაც ეუბნებოდა, რუსებს თუ გინდა მოუღოთ ბოლო, შევიდეს რუსის ჯარი თბილისშიო!!! და სარკოზიმ ეს გააჩერა!!!! რა, არა?????? ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს!!!! ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკოსობისგან, მაგრამ ამ საქმეებში ეს "ურა პატრიოტები" ხომ ყველა ექსპერტი ხართ?!

შვიდ ნოემბერს რატომ დაარბიეთ ხალხიო, ბოკერიას კითხეს და "ისე ძალაუფლებას ვერ შევინარჩუნებდითო"! და ახლა ეს კაცი ისევ საქართველოს პოლიტიკაში "გულაობს"! ეს არაა დაქცევა???? "ქართველებოოოო! ქეიფის და ქელეხის ხალხოოოო!!!! " -ყვირის მერაბ კოკოჩაშვილი გმირი "ცხელი ზაფხულის სამ დღეში"! გეყოფათ!!!!! შეირგეთ ეს ქვეყანა! ეს დალოცვილი კუთხე, რომელიც ყველას თავის საკუთრება ჰგონია! გეყოთ ამდენი ღვარძლი და ბოროტება! ამდენი "იარლიყი!" რაც მოგცათ ამ საზიზღრობის ძახებამ, კი ვხედავ, აგერ 30 წელია! რას უნდა შევეგუოთ, რომ აფხაზეთის და ოსეთის გარეშე შეგიშვან ნებისმიერ კოალიციაში, სადაც ისედაც არ გვღებულობენ? სამუდამოდ მოვაწეროთ ხელი საქართველოს შაგრენის ტყავივით შეჭრას და დაძიძგვნას??? თქვენ ხართ პატრიოტები და რობიკო სტურუას არ უყვარს საქართველო?! ან თემო გოცაძეს, ან სხვებს? რა უფლებით ბედავთ ამას? ვინ ხართ, რა შეგიქმნიათ? დიახ, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ღია წერილი მივწერე პუტინს ორჯერ: 2004 და 2008 წელს! მონახეთ და წაიკითხეთ, ორივე "რეზონანსში" გამოქვეყნდა! წაიკითხეთ ჩემი ვაჟიშვილის ინტერვიუ ფრანგულ პრესაში და მიხვდებით, როგორი შვილები გავზარდე! უშეცდომო არავინაა და ამპარტავნობისგან დამიცვას ღმერთმა! მეც მატკინეს გული, მაგრამ ერთ-ორ დაბოღმილ და შურიან ქალს ხომ არ უნდა გადავაყოლო ჩემი ქვეყნისადმი უგონო სიყვარული?! დაოკდით და ქვეყანას მიხედეთ! სადარბაზოებიდან დაიწყეთ და მოევლება! 1993 წლის ომის დროს, როცა რუსთაველი იწვოდა, დილის 5 საათზე, ქურთის ქალი პეკინის ქუჩაზე ცოცხით გვიდა ტროტუარს და მოთქვამდა: "აი რა ხალხია ეს ქართველები! სწევენ პაპაიროზს და ქუჩაში ყრიან! ვაი, ვაი"! აი, ეს ქალი უფრო დიდი პატრიოტია ჩემი ქვეყნის, ვიდრე თქვენ, გადარეულო და დაბოღმილო ადამიანებო!

ღმერთმა შეგინდოთ და გონზე მოგიყვანოთ!" - წერს ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42