ევროპარლამენტარი ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს და ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს.
„სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეის არჩინ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუოა დიდ შეფოთებას იწვევს და თანაგრძნობას ვუცხადებს მის ოჯახსა და მეგობრებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატივი უნცა სცეს გარდაცვლილის ოჯახსა და ღირსებას. მათ დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას.
მათ ასევე დაყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ საქართველოს ორი მოქალაქე პატიმრობიდან და დატოვონ ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია.
ევროკავშირი საქართველოს ნამდვილი პარტნიორია და ის მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში”- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






