დაპირისპირება მწვავდება - ბორჯომის მერიის თანამშრომლები გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ
პოლიტიკა - 09:38, 01 Mar, 2018     1314

ბორჯომის მერიის თანამშრომლებს "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ ბორჯომის საკრებულოს შენობა და თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ისინი ზაზა ჩაჩანიძისგან ხელფასების მომატების შესახებ სხდომის ოქმზე ხელმოწერას, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია კი მომხდარში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

„ეს არის ყველანაირი დადასტურებით ნიკანორ მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“, ზაზა ჩაჩანიძის საბოტაჟი ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის წინაშე და ხვალიდან დაიწყება აქციები - მოთხოვნით, რომ ადამიანები რომლებიც არ ასრულებენ კანონს მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს,“-ამბობს ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, კი მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დასჯას მოითხოვს.

“ყველა მოძალადე და ყველა აგრესორი, რომელიც დღეს ძალადობდა დეპუტატებზე „ქართული ოცნების“ რიგებიდან უნდა დაისაჯონ და დაისაჯონ კანონის წინაშე. იმედია ოდნავ მაინც შემორჩა რამდენიმე ადამიანი, რომელიც იძულებით მაინც აზროვნებს საღად. ის რაც დღეს მათ ჩაიდინეს, ეს უკვალოდ არ ჩაივლის,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ მომხდარში საკრებულოს წევრები დამნაშავეები არ არიან.

„აპირებენ ტრანსპორტის გაფიცვას, თანამშრომლების გაფიცვას, დასუფთავების მანქანების არ გაშვებას დასასუფთავებლად და იყენებენ მოქალაქეებს. საკრებულო წინააღმდეგი იყო მერის, მერის მოადგილეების და მაღალჩინოსნების ხელფასების მატებაზე. ჩვენ ნუ გვაბრალებენ, არანაირად საკრებულოს ბრალი ეს არ არის, ეს არის მერიის ბრალი,“-აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42