„ის რაც დღეს, ჯერ კიდევ ხდება და არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება, რამდენი საათი გაგრძელდება ბორჯომის საკრებულოში, უკვე ალბათ "ქართული ოცნების" ნებისმიერი მხარდამჭერისთვისაც უნდა იყოს ნათლად გასაგები, რომ ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია. რა მოხდა დღეს, ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა. დღის 12 საათიდან, "ქართული ოცნების" 700-მდე აქტივისტს, მათ შორის ზონდერებს, ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ საკრებულოში უმრავლესობა. უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი. ბორჯომის მერს დღესი მდგომარეობით აქვს ხელფასი2650 ლარი და ითხოვს 3000 ლარს, ბორჯომის მერის მოადგილეს აქვს ხელფასი 2000 ლარი და ითხოვს 2600 ლარს და სამსახურის უფროსებს აქვთ 1550 ლარი და ითხოვენ 2000 ლარს. ეს მაშინ, როდესაც მთლი საქართველო არის შიმშილის პირას, როცა ყოველი მოქალაქე იკვებება ვალით და ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ნახევარი ბორჯომი შიმშილობს. როცა ეს ვერ დაამტკიცეს, გადმოვიდნენ ძალადობაზე. მე მზად ვარ ჩემს მეგობრებტანე რთად ამ აგრესორებს და მოძალადეებს შვეაკვდე“ - განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ასეთ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება კვირკაშვილს და ივანიშვილს.
,,მე მინდა ეხლა ბატონი კვირკაშვილის და ივანიშვილის გასაგონად ვთქვა, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მთელი 5 საათის განმავლობაში ერთი პოლიციელიც კი არ გამოჩენილა და თუ გგონიათ, რომ ამ ზონდერებით მე და ჩემს მეგობრებს გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან. ტყვია გაგვაჩერებს მხოლოდ. რაც აქ ხდება არ ახსოვს არცერთ იურისდიქციას. რა ზომბი მიიღო პრემიერმა კვირიკაშვილმა? ამათ არ აინტერსებთ, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები ბორჯომში, მერე რა, ამათ რომ კითხო მხარს უჭერს სუსი, ივანიშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






