სტურუა, ამაშუკელი, დოლიძე და სხვები : "პროდასავლურმა პოლიტიკამ შეაფერხა ქვეყნის განვითარება" - ღია წერილი ელჩებს
პოლიტიკა - 20:43, 28 Feb, 2018     12864
საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს. მათი თქმით პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება:

ბატონებო და ქალბატონებო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. პირველი ქართული სახელმწიფო, კოლხეთის სამეფო 3 500 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ქართველები, მსოფლიოს სხვა, ძველ და შედარებით ახალგაზრდა ერებთან ერთად ქმნიან მსოფლიო ცივილიზაციას, მეცნიერებასა და კულტურას, თავგანწირვით იბრძვიან ენის, მამულის და სარწმუნოების გადასარჩენად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ამ ხანგრძლივი ბრძოლის გზაზე გვქონია დანაკარგები და დაკარგულიც დაგვიბრუნებია, გვყოლია ურიცხვი მტერი და სამხედრო-პოლიტუკური მოკავშირეებიც, რომლებისთვისაც ჩვენ, ქართველებს, არასდროს გვიღალატნია.

ოთხმოციანი წლების მიწურულს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წარმოადგენდა, მისი ხალხი მდიდარი იყო და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა.

"პროდასავლურმა პოლიტიკამ" და ქართველების სწრაფვამ "ნატოს" სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.

მიუხედავად ამისა, ქართველებს არც ერთხელ არ უღალატნია "ნატოს" წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება.

თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუკ ქოფის შემოთავაზებამ, საქართველოს გაწევრიანებაზე "ნატოში", ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ”ნატოსთან” პარტნიორობის გამო, მიგვაჩნია რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს.

უფრო მეტიც, გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება.

"ნატო" სამხედრო ალიანსია, მისი წევრობა, პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს.“- აღნიშნულია მიმართვაში რომელსაც ხელს აწერენ
რობიკო სტურუა - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

რეზო ამაშუკელი

ქეთი დოლიძე

ელიზბარ ჯაველიძე

თამაზ წივწივაძე - მწერალი

გოგი ქავთარაძე - საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი ხარაბაძე

გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ჯონდი ბაღათურია

თემო გოცაძე -სახალხო მხატვარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42