ცენტრი „ემპათია“ -ს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პატიმრობის, წამებისა და მოკვლის თაობაზე და რეკომენდაციები მთავრობას
პოლიტიკა - 19:40, 28 Feb, 2018     1280
წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ იცავს მრავალი დაზარალებულის ინტერესს, მცხოვრებთ ოკუპაციის ზონასა და სამხედრო კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ინტერესს. ამ ეტაპზე მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 39-ე წესის გამოყენების მოთხოვნით, რის შესახებაც 2018 წლის 28 თებერვალს განაცხადა ცენტრი „ემპათია“ -ს ხელძღვანელმა TV 1 - ის ეთერში.

ცენტრი უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ასევე სასამართლო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2015 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის დროის დანაშაულებებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული გამოძიების ჩარჩო არ მოიცავს კოდორის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და არც 2008 წლის ოქტომბრის შემდგომი პერიოდის ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთისა და მიმდებარე საოკუპაციო ზოლიდან.

აუცილებელია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს მწყობრი და თანმიმდევრული უსაფრთხოების პოლიტიკა, ინკორპორირებული ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობით, რათა შესაძლებელი გახდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება და არსებულ გამოწვევებზე ადექვატური პასუხის გაცემა.

ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს ეფექტური და მრავალმხრივი უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის, აღძრას საკითხი საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ჩარჩოს გაფართოების თაობაზე და ეფექტურად გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმი, გაამკაცროს კანონმდებლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42