"კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის" ცხინვალის იზოლატორში ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება
პოლიტიკა - 18:31, 28 Feb, 2018     959
კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო. მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის არაჰუმანურ ქმედებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას. საგანგაშოა, რომ კვლავ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რჩება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დააკავეს აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით. იგი დაკავების მომენტიდან მოკლებული იყო შესაძლებლობას ესარგებლა ფუნდამენტური უფლებებით, დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, საბოლოოდ კი წაერთვა სიცოცხლის უფლება. მივიჩნევთ, რომ ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება მიმართულია ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლისკენ და ადასტურებს ეჭვებს ტატუნაშვილის მიზანმიმართული მკვლელობის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის წინაშე ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელია საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მათ წინააღდეგ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტები. კვლავ დაუსჯელია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი ე.წ. აფხაზი მესაზღვრე.

მისასალმებელია საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ოფიციალური უწყებების დროული რეაგირება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას დაუყოვნებლივ გადმოსცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და უზრუნველყოს საქართველოს ორი მოქალაქისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის საშუალება.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების - ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოსახსნელად, ასევე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, რათა პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობებში მონაწილე ყველა პირი.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად" - აღნიშნულია განცხადებაში.

1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სართაშორისო საზოგადოება

2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

3. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო

5. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

6. საზოგადოება და ბანკები

7. სამოქალაქო განვითარების სააგენტო

8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

10. მწვანე ალტერნატივა

11. კავშირი „საფარი“

12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

14. საქართველოს გაეროს ასოციაცია

15. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

16. მედიის განვითარების ფონდი

17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42