ღორის სპერმა ოზურგეთის საკრებულოში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა
პოლიტიკა - 17:40, 28 Feb, 2018     1646
ურთიერთდაპირისპირება, ბრალდებები და ხმაური მოჰყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, დავით მჟავანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გასულ წელს ლიკვიდირებული ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის მიერ დატოვებული 500 ლარიანი დავალიანების გადახდას ეხებოდა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული თუ რა დავალიანებებს იხდის ახალი მოწვევის საკრებულო. მაგალითისთვის მან ღორის სპერმის დავალიანება-500 ლარი მოიყვანა და განაცხადა რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს სპერმა უ8ვარგისი იყო.

ამ განცხადებას ქართული ოცნების დეპუტაციის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და მჟავანძეს ცხრაწლიანი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენეს, რასაც ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დავით მჟავანაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა): 'წარმატებული რომ ყოფილიყო ეს ფერმერული მეურნეობა, მაშინ არ მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა ის საკითხი, რამაც თქვენი განაწყენება გამოიწვია, გაურკვეველია ღორის უვარგისი სპერმის გამო უნდა გადავიხადოთ დავალიანება. საზოგადოებას აქვს ბევრ რამეზე კითხვები, ამ კითხვებზე მათ უნდა გაეცეთ პასუხი. ამდენი ფული გადის ბიუჯეტიდან პრემიებში, მარალ ხელფასებში, არსებობს უამრავი დავალიანება და მათ შორის ღორის სპერმის, რომელიც აღმოჩნდა უვარგისი. კითხვა მაქვს, თავის დროზე რატომ არ გადაიხადეს ეს ფული? ვალად რატომ დაგვიტოვეს?"

გელა აროშიძე (ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკრებულოში): "ბატონო დავით, ასეთ თემებს რომ იყენებთ პოლიტიკური სპეკულაციისთვის, იმაზე ილაპარაკეთ, რაც "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, დასრულდა თქვენს სოფელში გაზიფიცირება და ამაში მადლობა არ გადაგიხდიათ, შენდება სკოლა, იგება გზა. ერთხელ გითქვამს ამაზე, ღორის სპერმაზე რომ ააწრიალე მთელი საკრებულო?

დავით მჟავანაძე: მადლობა რაში უნდა გადაგიხადოთ, რაც არის თქვენი მოვალეობა იმაში? ან იმაში ერთს რომ გააკეთებთ და ათ სხვა საქმეს აფუჭებთ? თქვენმა პოლიტიკლურმა გუნდმა თქვენი ბელადის თამადობით დააქციეთ ქვეყანა. კოლექტიური პასუხისმგებლობა გეკისრება შენც იმაზე, რაც ორი დღის წინ მოხდა, როცა თქვენი ხელისუფლების პირობებში გადის მტერ ქვეყანაში ჩვენი მეომრების შესახებ ინფორმაციები და ხოცავენ ხალხს.

გელა აროშიძე (ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საკრებულოში): "თქვენ თუ იღებთ პასუხისმგებლობას გირგვლიანზე? რობაქიძეზე? ხალხს ქუჩაში ხვრეტდით.

ჩვენ დავაქციეთ ქვეყანა? ბელადები თქვენსკენ მოიკითხეთ და თქვენს ბელადს მიხედეთ, კარლსონივით რომ დარბის სახურავებზე. მადლობა კი არ გვჭირდება, რომ დაინახოთ რაც კეთდება ის არ უნდა დაინახოთ?

დავით მჟავანაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა): ვის ვხრეტდით? გვირგლიანზე და რობაქიძეზე რომ საუბრობთ, არის ვინმე ამის გამო დასჯილი? მოსთხოვეთ ამისთვის ვინმეს პასუხი?

საკრებულოს სხდომაის დასრულების შემდეგ ფერმერული მეურნეობისთვის ვალის გადასახდელად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ შეფასებები ვთხოვეთ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, სოციალურ საკითხვა კომისიის თავმჯდომარის ლელა საჯაიას განცხადებით, მიუღებელია ნაციონალების მხრიდან ამ საკითხის ასე გაშარჟება და წარმოდგენა, მაშინ როცა საქმე სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯებს ეხება:

"აქ საუბარი არის ფერმერული მეურნეობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომელიც ეხებოდა განსაკუთრებულად გამორჩეული ღორის ჯიშების გამრავლებას საქართველოში. მოგეხსენებათ, მთელი რიგი ეპიდემიების შედეგად, ღორის ჭირი იყო თუ სხვა დაავადებები, სოფლებში გლეხები მოკლებულები იყვნენ ამ დარგის განვითარებაში წვლილის შეტანას, ამიტომაც, ხელოვნური განაყოფიერების გზით ხდებოდა საუკეთესო ღორის ჯიშების გამოყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა აქედან შედეგის მიღება, ამიტომაც მოხდა დაჩქარებული წესით ამ მეურნეობის ლიკვიდაცია"-გვითხრა საჯაიამ.

ოზურგეთის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი ამბობს, რომ ისევე როგორც ადამიანებში, ქალბატონებში, ღორებშიც არ არის ბუნებრივი განაყოფიერება ასპროცენტიანი და ამიტომ მიმართავენ ხელოვნურ გზას.

"მე რაც მევალებოდა ფინანსური კუთხით, ის გავაკეთე და გამოვიტანე საკითხი საკრებულოზე. სხვა რა შეფასებებიც მისცა ამ ყველაფერს ბატონმა დავითმა, ამაში მე კარგად ვერ ვერკვევი და ეტყობა მან ამ ღორების ამბავი უკეთესად იცის. ქალბატონი ბრძანდებით და იცით, რომ ხელოვნური განაყოფიერება მარტო ღორებში კი არა, ქალბატონებშიც ხდება. ვარგისი იყო ის თუ უვარგისი, მე ეს არ ვიცი. მაგრამ, იმ ორგანიზაციამ რა დააშავა, ვისგანაც შეიძინეს"?-გვითხრა მამაკაიშვილმა.

დავალიანების არსებობისა და მის გადაუხდელობის მიზეზებზე ოზურგეთის ფერმერული მეურნეობის ცენტრის დირექტორმა შალვა შავიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დავალიანების არსებობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ "კავკასუს გენეტიკისაგან" შესყიდული ღორის სპერმა უხარისხო აღმოჩნდა და ღორების განაყოფიერება ხელოვნური გზით ამის გამო ვერ მოხერხდა, რის გამოც პროექტი ჩაიშალა.

შავიშვილს კატეგორიულად არ ეთანხმება მისი ყოფილი თანამშრომელი, ამ პროექტის ინიციატორი, ვეტექიმი თამაზ კილაძე. მისი თქმით, ღორის სპერმა ხარისხიანი იყო, უბრალოდ ცენტრის თანამშრომლებს არ ეყოთ ცოდნა და გამოცდილება მისი სწორად გამოყენებისათვის. "ღორი ახურებიდან მესამე დღეს მაკდება, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი რაც არ გაითვალისწინეს" -ამბობს კილაძე და ცენტრის საკუთრებაში მყოფ ღორის ფერმაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, რის გამოც ადგილზე ჩამოყვანილი იოკშირისა და ლანდრეს ჯიშის დედო საჯიშე ღორები დაიხოცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42