"ხელისუფლება მართლმსაჯულებას უგულავას წინააღმდეგ იყენებს" - გიორგი ტუღუში
პოლიტიკა - 16:53, 28 Feb, 2018     597
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც გიგი უგულავა გაამტყუნეს.

მისი თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულებას თბილისის ყოფილი მერის წინააღმდეგ იყენებს.

„სამწუხაროა როცა ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე მეექვსე წელია ამას ვუყურებთ. ხელისუფლებამ ამჯერად გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლო გადაწყვეტილებით მანიპულირება როცა ის ვანი/ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია. ხელისუფლება ასე ცდილობს ზეწოლის მოხდენას. ეს შედეგს ვერ გამოიღებს. გიგი უგულავა გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.

დროა საქართველოში დასრულდეს ოპონენტების დევნა. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რომ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით იყენებს მართლმსაჯულებას. სასამართლომ დაადგინა რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, დროა ისტორიას დავუტოვოთ ასეთი ქცევა და პოლიტიკურ ოპონენტებს მივცეთ საქმიანობის საშუალება. “ - განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42