როგორც ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ გაერთიანებითაა შესაძლებელი.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი.
მისივე თქმით, დროა, თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტოს, ხელს უწყობს არსებული პოლიტიკური სისტემის, ანუ ჭაობის და უძრაობის შენარჩუნებას, თუ წარმატებული გამარჯვებული საქართველოს მხარესაა.
„ბოლო დღეების მანძილზე, შევხვდი და ვესაუბრე ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობას. შესაბამისად, დღეს საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები შეგვიძლია დავყოთ სამ კატეგორიად.
პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ რეალობას, მაქსიმალურ სარგებელს იღებენ ამ ჭაობისგან და არიან ხელისუფლების სატელიტები.
პასიურ მდგომარეობაში მყოფი პარტიები, რომლებიც შემოიფარგლებიან დამკვირვებლის როლით და ვერ ან არ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესზე.
პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, უნდათ სიახლე და საქართველოს წარმატება. აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე.
შესაბამისად, დადგა დრო, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა მიიღოს გადაწყვეტილება - ხელს უწყობს არსებული პოლიტიკური სისტემის, ანუ ჭაობის - უძრაობის შენარჩუნებას, თუ წარმატებული და გამარჯვებული საქართველოს მხარესაა. აპირებენ ხელისუფლებასთან ერთად ხალხის გაჭირვებაზე პარაზიტირებას, თუ მზად არიან, ერთად იზრუნონ ქვეყნის მომავალზე,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






