უკონკურენტო გარემო ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის - არასამთავრობოები პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვენ
პოლიტიკა - 13:15, 28 Feb, 2018     1316
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მედიის განვითარების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე პროკურატურას მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

„2018 წლის 15 თებერვალს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა. ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი” - დაკავშირებული ორი შემთხვევა.

კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში, ამ კომპანიას უკუნკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით, 3 500 მ2 მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, რომელზეც გზა იქნა გაყვანილი, მუნიციპალიტეტმა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. პროცესის რამდენიმე წლით გაჭიანურების გამო, კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყოს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის” თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ არამართლზომიერად გადაცემული ქონების ფაქტზე.

საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა შედეგები გამოიკვეთა ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაში" - აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42