"40 წელი "ჩავხურე"... ფაზლივით ნელნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება დაწყებული სამტრედიიდან..." - კახა კალაძე
სოც.მედია - 12:39, 28 Feb, 2018     3615
თბილისის მერს კახა კალაძეს გუშინ 40 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის მილოცვებს მერმა "ფეისბუკზე" უპასუხა:


"40 წელი. მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრებაში. საკრალურიც. თითქოს ბიბლიური მოსესავით გავდივართ საკუთარი ცხოვრების გზას, ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვაღწევთ მიზანს. ახლა, უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს, დღეს თუ წელს. ხელახლა შევიგრძნობ თითოეულ მოვლენას - გამარჯვებას თუ დამარცხებას, სიხარულს თუ ცრემლს.


ფაზლივით ნელნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება დაწყებული სამტრედიიდან… თბილისი, კიევი, მილანი… და სამშობლოში დაბრუნება. საქართველოში დაბრუნება. ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ახალი კარიერის დასაწყისი, ახალი გამოწვევები, მიზნები და მათკენ სავალი გზები. 40 წელი თითქოს ბევრია. თან ცოტაცაა, უკმარისობის გრძნობა და მიღწეულით კმაყოფილება ერთმანეთს ენაცვლება. მიუხედავად ბევრი წყენის, გაუგებრობის, უბედურების თუ იმედგაცრუების, არის უფრო ბევრი სიხარული, გამრჯვება და მიღწეულით კმაყოფილება, არის სიყვარული, ოჯახი,შვილები და საყვარელი საქმე.


40 წელი «ჩავხურე». მადლობა ამ წლებს, რომ მომცა ზრდის საშუალება, მასწავლა, მატარა, გამოცდილება შემმატა. მადლობა ამ წლებს, რომ დამანახა ჩემი შესაძლებლობები, მაშინაც კი, როცა ამის დანახვა არავის სურდა ირგვლივ. მადლობა ამ წლებს, რომ დღეს აქ ვარ და ვაკეთებ იმას რაც მომწონს, რაც მატარებს მომავლისკენ, რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ვიღაცისთვის საჭირო, ვაკეთო სასარგებლო საქმე.

მადლიერი ვარ ჩემი დიდი ოჯახის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც გვერდში დგომით მომცა იმის საშუალება ასე ვიფიქრო, ასე ვგრძნობდე, ასე ვაფასებდე და იმედით ვუყურო მომავალს. მადლობა ყველას მოლოცვისთვის" - წერს თბილისის მერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42