აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:31, 28 Feb, 2018     1107

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული 22 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით, მისი დაკავების და დაპატიმრების დროს.”

როგორც "ამერიკის ხმა " იტყობინება, ნაუერტმა, შეერთებული შტატების სახელით, ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სხვა მოქალაქეების, ლევან კუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, რომ მათ “მიეცეთ საშუალება თავისუფლად გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი.”

“შეერთებული შტატები მოითხოვს ტრაგიკული ინციდენტის სრულ განმარტებას და მოუწოდებს მხარეებს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე რეგიონში ურთიერთნდობის და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად” - განაცხადა სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42