“ ჩემს ცხოვრებაში საინტერესო გოგო გამოჩნდა. ჩემზე საკმაოდ უფროსია, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. გეტყვით იმას, რომ ცნობილი სახეა. ალბათ ამ ურთიერთობის გასაჯაროება ადრეა, რადგან სულ ახალი ამბავია. თუ ურთიერთობა მოიტანს იმ ეტაპს, რომ სახალხოდ ვთქვა, სიამოვნებით ვიტყვი.
არ ვიცი, მიყვარს თუ არა. შეიძლება შეყვარებულიც ვარ და ვერ ვხვდები, რადგან აქამდე არავინ მყვარებია. ისე ხდება, რომ არასოდეს ვგეგმავთ , მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით“ - ამბობს გიგი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როდესაც მისი და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე ესმის ჭორები, გიგის თქმით, სოფო მისი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია.
"სოფო ჩემთვის მეგობართან, ძმაკაცთან და გულშემატკივართან ასოცირდება და ამ თემაზე სერიოზულად ვერც ვსაუბრობ. არც კი მიფიქრია, რომ ამ ჭორს ოდესმე სერიოზულად გავცემდი პასუხს" - ამბობს გიგი.
მასალის გამოყენების პირობები






