ორგანიზაცია ოფიციალურ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი განგებ, ალავიძე-ბაგრატიონების ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით გააჩინეს.
„შეაჩერე კორუპციის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, მერიის ზედამხედველობის სამსახურს უფროსის გიორგი ბაგრატიონის მამასა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შორის ბიზნესბმა არსებობს.
უფრო კონკრეტულად: შპს. "ქარავან თბილისის" დირექტორი მუხრან ბაგრატიონია, ხოლო კომპანიის 20 %-იანი წილის მფლობელი სწორედ ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გახლავთ.
დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მამა, შპს "ეკომეტრის" დირექტორის პოსტსაც იკავებს, რომელიც მსხვილი სამშენებლო კომპანიაა.
მუხრან ბაგრატიონი გახლავთ დირექტორი შპს "კონკორდშიც", რომლის 50% -იან წილს მისი შვილი, სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ფლობს.
მუხრან ბაგრატიონი დირექტორია კიდევ რამდენიმე კომპანიაში:
შპს "ოქროს კიდობანი",
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება,
შპს "ქალაქის გული"
შპს "ქალაქის გული -1"
აღსანიშნავია, რომ „ქალაქის გულის" საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი „თერგი“, რომელშიც გუშინ ხანძარი გაჩნდა.
„ნიუპოსტი“ „შეაჩერე კორუფციას“ წარმოამდგენელს, ვატო გელაშვილს ესაუბრა, რომელიც სამართალდამცავებს სავაჭრო ცენტრის განგებ გადაწვის ვერსიაიის ირგვლივ მუშაობისკენ მოუწოდებს.
„ალავიძის დეკლარაციაშიც ნათლად ჩანს, რომ მუხრან ბაგრატიონი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესპარტნიორები არიან. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან, მუხრან ბაგრატიონი ასოცირდებოდა ნაზრის მიმებარე ტერიტორიებთან. დღეს ვიზე რა ქონება აქვს გადაფორმებული ეს ნამდვილად არ ვიცი, იქ არის რამდენიმე უცხოური კომპანია. თავად ბატონი მუხრანი კი რამდენიმე შპს-ს დირექტორის პოსტს დღემდე იკავებს.
ბაგრატიონებს მოქმედ ხელისუფლებასთან კავშირი ნამდვილად არის. მაგალითად ინფრასტრუქტურის მოქმედ მინისტრთან. შპს "ქარავან თბილისის" დირექტორი მუხრან ბაგრატიონია, ხოლო კომპანიის 20 %-იანი წილის მფლობელი სწორედ ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გახლავთ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „კარფურის“ გაფართოება ბიძინა ივანიშვილის ინტერესია და ჩემს მიერ ნახსენები ადამიანები სამშენებლო კომპანიას ფლობენ, კითხვები არსებობს... ხეები, მარტო მას (ბიძინა ივანიშვილს) რომ უნდა ვიცით, სავაჭრო ცენტრებსაც მაგიტომ აკეთებს, რომ კლიენტის დაკარგვა არ უნდა.
ასევე საჭვოა ის ფაქტიც, რომ სავაჭრო ცენტრი ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დაიწვა. ეჭვი მაქვს, რომ იმ ადგილზე აშენდება კორპუსები, ამის გამოცდილება ალავიძეს და ბაგრატიონს ნამდვილად აქვთ...“- აღნიშნა გელაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება „თერძში“ გაჩენილ ხანძარის გამომწვევი მიზეზების დადგენისას უფრო ღრმად უნდა დაინტერესდეს.
ცნობისთვის: ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი წუხელ, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.




მასალის გამოყენების პირობები






