გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "ზამთრის სკოლა - ქმედება იწყება“ მონაწილეებთან ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი ამოცანები განიხილა
პოლიტიკა - 17:01, 27 Feb, 2018     960

საქართველოს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით მიმდინარე პროექტის "ზამთრის სკოლა - ქმედება იწყება“ მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

გიორგი აბაშიშვილმა პროექტში მონაწილე 100-მდე ახალგაზრდასთან სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, ასევე მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის საჭიროება განიხილა.

გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოს ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საინტერესოა ახალგაზრდების მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენა პირველ, ქართულ რესპუბლიკასა და სახელმწიფოებრიობაზე, იმ ამოცანებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის წინაშე დგას, რა ვალი აკისრიათ მათ, როგორც საქართველოს ახალი თაობის წარმომადგენლებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოფები, რომლის მიზანიცაა გამოუმუშავდეთ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, კრეატიული აზროვნების, პროექტების მართვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენების უნარი.

მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურებს და მათ მაგალითზე სწავლობენ, როგორ შექმნან და მართონ არასამთავრობო ორგანიზაცია, აწარმოონ ფანდრაიზინგი და ითანამშრომლონ სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან.

აღნიშნული პროექტის მიზანია მოქმედი ახალგაზრდული ქსელის გაძლიერება და მათი უნარების გაუმჯობესება, მათთვის სამომავლო პროექტებისთვის მომზადება. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მათთვის კომუნიკაციის უნარის გაძლიერებას, რათა შედგეს მონაწილეებს შორის აქტიური ურთიერთობა პროექტების მართვის პროცესში საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროექტს ,,ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42