„მწუხარებასა და თანადგომას გამოვხატავთ და ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ სამხრეთ ოსეთში იქნა დაკავებული. საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დაკავებულია. რუსეთო, შეწყვიტე უკანონო ოკუპაცია“ - წერს ანა გომეში.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






