„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. ნება მიბოძეთ, მე პირადად ასევე მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს ორ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე ველოდებით, რომ განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ სიტუაციას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






