„აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციამ საერთო შეთანხმების ფორმა მოძებნოს“ - გოჩა ჯოჯუა
პოლიტიკა - 14:11, 27 Feb, 2018     632
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გოჩა ჯოჯუამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში სამწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის და სამომავლო გეგმების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მან რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მომზადებული უნდა შეხვდეს თითოეულ გამოწვევას.

“ქრისტიან დემოკრატებმა ვერ შეძლო თავი გაერთმია იმ გამოწვევებისთვის, რაც იმ დროისთვის იყო, ამიტომ მოძრაობამ თავიდან ბოლომდე დაკარგა ხალხის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო. წელს პარტიის 10 წლის იუბილეა და ვფიქრობთ, რომ საზოგადოების წინაშე წარვსდგებით იმ პროგრამით, რომელიც იქნება იმ გამოწვევებზე მორგებული, რაც ქვეყანაშია. ამჟამად კი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში რთული პროცესები იწყება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ რამდენად მზად დავხვდებით ამ პროცესებს. ჩვენთან ახლოს მიმდინარეობს გადალაგება, გადაწყობა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მანამდე არსებობდნენ. ჩვენთან კი ხორციელდება ყველა ერთის წინააღმდეგ პოლიტიკა. თუ არ გამოვძებნით პლატფორმას, რომ ეს მოდელი სხვანაირად შევცვალოთ, არსებული სიტუაცია ვერ გამოსწორდება. ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი ინიციატორები ვიქნებით, ავიდეთ მაღალ საფეხურზე”,-აღნიშნა თავმჯდომარემ.

მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზეც ისაუბრა. როგორც გოჩა ჯოჯუამ განაცხადა, აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციამ საერთო შეთანხმების ფორმა მოძებნოს.

“ჩვენ ლიდერთა საბჭოში ვღებულობთ მონაწილეობას, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე პროცესებში. აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციამ საერთო შეთანხმების ფორმა მოძებნოს, როგორ ვიმოქმედებთ. მთავარია შეთანხმება იყოს, ხოლო ერთი კანდიდატი გვეყოლება თუ რამდენიმე, ეს სხვა საკითხია. მთავარია, არ განხორციელდეს ფორმულა ყველა ერთის წინააღმდეგ, რადგან ამას კიდევ რაღაც უნდა მიემატოს. 2020 წლისთვის პლატფორმაა გასაკეთებელი, რომ იმ კანდიდატის საწინააღმდეგოდ არ მოხდეს კიდევ საზოგადოების გაერთიანება. მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შეიქმნას მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება ყველა არსებული პრობლემა. სურვილი მაქვს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ თავად იქცეს ამ იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალების გაერთიანებულ პლატფორმად და ასე მიიღოს მონაწილეობა გაერთიანებულ ოპოზიციაში, როდესაც გარკვეული გამოწვევები იქნება“,- განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გოჩა ჯოჯუამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42