საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზესაერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას.
„მე მივაწოდე ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისოინსტიტუტების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ასახულია რეზოლუციაში, რომელსაც წარვადგენთ ამსესიაზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ“ - განაცხადა ჯანელიძემ.
ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაზე, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტისფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






