"ამ განცხადებით ის თავად იგდებს უხერხულში თავს," - ამბობს ხაბეიშვილი და იქვე დასძენს, რომ კალაძის შეთავაზება "ევროპული საქართველოსთან" თანამშრომლობის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„როცა კახი კალაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თურმე არის მარგინალურები, ისინი იმ ნახევარ მილიონ ადამიანს ეუბნება ამას, ვინც „ნაციონალურ მოძრაობა“ ხმა მისცა და რა თქმა უნდა, ის თავად იგდებს უხერხულში თავს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, როცა მან თქვა, რომ ითანამშრომლებს ევროპულ საქართველოსთან“, რა თქმა უნდა, ესეც ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის გასაკვირი არ არის მარტივი რამის გამო, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოკერია, მაჭავარიანი, ბაქრაძე, თარგამაძე, გოგორიშვილი - ეს ხალხი პირდაპირ შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, პირდაპირ თამაშობს "ქართული ოცნების" თამაშს, შესაბამისად, კალაძემ ფაქტობრივად, ამის დეკლარირება მოახდინა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისი მერმა ენმ-ს მარგინალური ძალა უწოდა. კალა კალაძის თქმით, ის „ევროპული საქართველოსთან" თანამშრომლობისთვის მზად არის.
მასალის გამოყენების პირობები






