ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს
პოლიტიკა - 18:01, 26 Feb, 2018     4687
ღორის სპერმის დარჩენილი 500 ლარიანი დავალიანების საკითხი დღე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.

კითხვა, რომელიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ ბიუროს სხდომაზე დასვა, უკვე ლიკვიდირებული სამსახურისთვის გადასაცემ 500 ლარს ეხებოდა:

-ეს ფერმერთა გაერთიანება, რომლის ლიკვიდაციაც წინა მოწვევის საკრებულომ განახორციელა, რაში იღებს ამ სუბსიდიას?

პასუხი კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გასცა, რომ ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანება იყო.

საბოლოოდ, ოზურგეთის ყოფილი გამგეობის მიერ ღორის სპერმის მოხმარების შემდეგ გადაუხდელი 500 ლარის მოქმედი მერიისათვის დაკისრების საკითხს ოზურგეთის საკრებულო მომავალ სხდომაზე განიხილავს.

აღნიშნული დავალიანება ოზურგეთის გამგეობამ ფერმერული მეურნეობის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში აიღო.

საკრებულოს სხდომა ამ დღეებში გაიმართება.

რაც შეეხება დავით მჟავანაძეს, ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის ფული, რომლითაც მოსახლეობა იხდის ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებს ახლა ღორის სპერმის დავალიანების გადასახდელადაც გაიხარჯება:

"როდესაც ბიუროზე ეს საკითხი გამოიტანეს, ვიკითხე, რომ ლიკვიდირებულ სამსახურს რაში უნდა გადავუხადოთ 500 ლარი? გია მამაკაიშვილს (საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი) როგორც ჩანს მოერიდა პასუხის გაცემა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ მითხრა-მე გეტყვი ეს არის ღორის სპერმის დავალიანებაო. ჩვენს მოსახლეობას, რომლის უმრავლესობა უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებშია და რომელიც ბიუჯეტიდან ფულს უხდის ხელისუფლებას ფუფუნებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის და პრემიებისთვის, ახლა იმის ვალდებულებაც დაეკისრა, რომ ღორის სპერმის ფული იხადოს"- აცხადებს მჟავანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42