საარსებო წყაროების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
პოლიტიკა - 17:43, 26 Feb, 2018     909
საქართველოს მთავრობის განკარგულებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებასა და სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებში მათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც: საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში, ასევე დაფინანსდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოები. შედეგად, დევნილებს გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან.

ცვლილებების თანახმად, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხითაც განახორციელოს. შესაბამისად, სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა:

2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა;

წინა წლებთან შედარებით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა;

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაფინანსდა;

სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ.

სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელთან შედარებით, საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42