"ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ყველა სწორი და ჯანმრთელი წამოწყების მხარდამჭერი ვარ და ვიქნები" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:02, 26 Feb, 2018     974

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა. პროექტი "ვისწავლოთ ქართული" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო ენის სწავლებასთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა, მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაცია იმ უფლება–მოვალეობების შესახებ, რაც მათ ქართული კანონმდებლობით ენიჭებათ.

შედეგად – ორივე კომპონენტის დაჩქარებული მეთოდით შესწავლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სწრაფ და სრულყოფილ ინტეგრაციას. პროგრამის ხელმძღვანელის ეკატერინე კობახიძის განცხადებით, პროექტი ძალიან ღირებულია, რადგან ძალიან წარმატებული და შედეგიანია. 2015-2017 წლებში პროექტის საშუალებით – „ვისწავლოთ ქართული“ – სწავლება განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის 79 სოფელში. ამ სამი წლის განმავლობაში კურსის მეცადინეობებს 6688 მსმენელი დაესწრო, რომელთა დაახლოებით 80%-მა მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

"ამ კურსისათვის სპეციალურად შეიქმნა სახელმძღვანელო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სამ რეგიონში ორიენტირებულნი ვართ ზრდასრული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შესწავლაზე. ვეცადეთ მოგვეცვა ძალიან შორეული სოფლები. კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა უკვე შეძლო დასაქმება, რადგან პროექტში ჩართვის შემდეგ მოეხსნათ ენის ბარიერის პრობლემა", - განაცხადა ეკატერინე კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე მასწავლებლებსა და მსმენელებს შთამბეჭდავი შედეგებისათვის და აღნიშნა, რომ სწორედ ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთად დგომაა ქართული სახელმწიფოს სიძლიერე.

"ენის ბარიერმა არ უნდა შეუშალოს ხელი არავის ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი. თქვენ სახელმწიფო ენაზე საუბრით აძლიერებთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებით აძლიერებთ საქართველოს. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა. ქართულ ენასთან ერთად ვსწავლობდით კონსტიტუციის პრინციპებს - რომელიც გვეუბნებოდა, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ, ის მთავარი ძალა, რომელიც აყალიბებს მომავალს, გააჩნია უფლებები, რომელიც დაცულია კანონით. ჩვენ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები გაგვაჩნია და ეს უნდა გამოვიყენოთ, ამის გარეშე ქვეყანა დასუსტდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მზაობა სწავლისა და განვითარებისა. შეხვედრისას ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეებსა და სახელმწიფო ენის სწავლებას უკავშირდებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, მრჩეველი ადამიანის უფლებებს საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42