საქართველოდან ევროპოლში მეკავშირე ოფიცერი იმუშავებს
პოლიტიკა - 15:51, 26 Feb, 2018     794

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

მისი თქმით, საქართველოდან ევროპოლში მეკავშირე ოფიცერი იმუშავებს.

„შეხვედრები გავმართეთ ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად. მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ თავშესაფრის მაძიებელთა მხრივ არსებული სტატისტიკა, ასევე დანაშაულის მაჩვენებელი. მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ჩვენს კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ.

ჩვენი კოლეგები მიესალმებიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა. ასევე, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე გახორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების განხილვის ვადას, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

კოლეგებს ასევე სამომავლო გეგმები გავაცანით, კერძოდ დაგეგმილი ვიზიტი „ევროპოლში.“ ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მიერ მოხდება შესაბამისი მემორანდუმების ხელისმოწერა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ „ევროპოლში“ გავაგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე ინფორმაცია გავცვალოთ ოპერატიულად „ევროპოლის“ უსაფრთხო არხების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ მოხდება ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა.

დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი, როგორც ავსტრიაში ისე გერმანიაში და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს პოლიციის ატაშე სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი როგორც ჩანს ძალიან პოზიტიურია და ძალიან პროდუქტიულად მოქმედებს" - განაცხადა ჯავახაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42