ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება
პოლიტიკა - 15:32, 26 Feb, 2018     676
28 აპრილს N54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დღესვე, ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“,-აღნიშნა ბრიფინგზე ანა მიქელაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 28 აპრილის არჩევნებისთვის ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

ცესკომ დადგენილებით მიიღო 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც.

„აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებისთვის წარმატებულად განხორციელებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისაც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალური ონლაინ პროგრამა საკუთარი წარმომადგენლების ელექტრონული წესით დასანიშნად“, -განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. ცესკოს მიერ დღეს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

„დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის მზადყოფნას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42