"წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ანა მაშინ, როცა იმის ხელით კვდებოდა, ვინც სიცოცხლეს ერჩია"- რას წერს თემქაზე მოკლული გოგონას მეგობარი
სოც.მედია - 14:05, 26 Feb, 2018     21365
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მეგობარი, საზარელი დანაშაულის ირგვლივ სოციალურ ქსელში წერს და ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უპირისპირდება:

„რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ქ-ნ ნაირა ოტიაშვილზე, ( ქალობის, მით უმეტეს, ქალბატონობის და ზოგადად, ადამიანობის რომ არაფერი სცხია). ქ-ნო ნაირა, იურისტი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ,რა უფლებები გააჩნია გარდაცვლილ ადამიანს, რისი გაჟღერებაა უკანონო ან უბრალოდ, ამორალური…ვინ მოგცათ უფლება, რომ გარდაცვლილის სახელი, ღირსება და სული ლაფში ამოსვაროთ სრულიად უსაფუძვლოდ? შვილების გაზრდა არ გინდათ? ღირსეულად სიკვდილზე არ გიფიქრიათ, თუ მაშინ გააცნობიერებთ, რომ ზღაპრების თხზვას, სასტიკი, საშიში მკვლელის დასაცავად, თავი უნდა დაანებოთ, როცა თქვენს შვილს სხვა ,,ლადოები” ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს, ქ-ნო ნაირა? მაშინაც იტყვით თქვენს შვილზე, გარდაცვლილზე, დაუკრძალავზე, რომ მოღალატე და ამორალური იყო? ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ანას იცნობდა, ეს უმძიმესი დარტყმაა, ტრაგედია, რომელსაც, როგორც ყოველთვის, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. არ გვინდოდა, ლადო აღმოჩენილიყო მკვლელი, მაგრამ მისი პიროვნული ღირსებებიდან, უფრო კი უღირსობიდან გამომდინარე, სხვას არავის შეეძლო ამგვარი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი სპექტაკლის დადგმა…ბოლო წუთამდე, იმ აღიარებით ჩვენებამდე, რომელიც მოგვიანებით შეცვალა, არ გვემეტებოდა ანა ლადოს – მისი საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილისთვის.

ჩვენ, ანას მეგობრები ვართ, თქვენზე და ბევრ სხვაზე უკეთ ვიცნობდით მას. ანასთვის ლადო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო ყოველთვის, ვის გამოც ყველას დაკარგავდა და ვისაც ყველაფერს აპატიებდა…შეპყრობილი იყო თითქოს და თქვენ, ქ-ნო ნაირა, ამბობთ, რომ სხვასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დათმო და ყველა რისკზე წავიდა ამ ბიჭის გამო. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ანა მაშინ, როცა იმის ხელით კვდებოდა, ვინც სიცოცხლეს ერჩია. ალბათ, საწყალს, მრავალგზის ნაღალატევს, მრავალგზის გულმოკლულს და მაინც ერთგულს, გული გაუსკდებოდა ამხელა ტკივილით… ასეთი იყო ანა, ჩვენი ანა, უსაზღვროდ ერთგული და უკიდეგანოდ მოსიყვარულე და ჩვენ, ანას მეგობრები, გპირდებით, ამას ასე არავის შევარჩენთ! პასუხს მოგთხოვთ სამართლებრივი გზით, რომელ გზაზეც თქვენ ღირსეულად ვერ იარეთ! ლადოსნაირ მკვლელს, არაადამიანს, სადისტს და ფსიქოპათს, რომელმაც ჯერ მთელი ცხოვრება გაუმწარა ღალატითა და ტყუილებით, ფსიქოლოგიურად იძალადა და საბოლოოდ, ცხოველივით მოკლა, დღის სინათლე არ უნდა ეღირსოს! და თქვენ, სულ მცირე, სხვისი დაცვის უფლება უნდა ჩამოგართვან, რადგან ადამიანობის უფლება ჩვენს თვალში დაკარგეთ! გეშინოდეთ, ქ-ნო ნაირა, სამართლისა და ღვთის გეშინოდეთ!” – წერს გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42