პრეზიდენტი ეთნიკურ უმცირესობებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნაში
პოლიტიკა - 14:36, 26 Feb, 2018     861
ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

მარნეულის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში.

"წელს საზეიმო მიზეზი გვაქვს - 100 წელი უსრულდება პირველ რესპუბლიკას. ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რესპუბლიკა, დააფუძნეს დემოკრატიული მმართველობა, მიიღეს პირველი კონსტიტუცია - მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დოკუმენტი, მიანიჭეს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საფუძველი ჩაუყარეს იმ ხედვებს, რომლითაც მომავალმა თაობებმა იხელმძღვანელეს და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ააგეს შემდგომში ახალი კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სახელმწიფო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ერთერთი მიზანი სწორედ თავისუფლებისაკენ სვლისა და სწრაფვისას, განვლილი გზის, დამოუკიდებლობის ასწლიანი პროცესის გაანალიზებაა.

"ჩვენ ჩვენი ფიქრით უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში - მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთიან ნააზრევს გამოვცემთ კრებულად, რათა ჩვენი ნაფიქრალი დარჩეს მომავალ თაობებს. ჩვენი მიზანია შევაჯამოთ პირველი რესპუბლიკის ასწლეული - დავფიქრდეთ, როგორ ვაფასებთ წარსულს და გამოვხატოთ ჩვენი იმედები, როგორ ვხვდებით ახალ ასწლეულს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და თავი დააღწია რუსეთის იმპერიას, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არ დათმო მთლიანად საქართველო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ამ დღეებში მოკლულია ერთი და დატყვევებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ და შემოგვიერთდებიან ევროპული სახელმწიფოები და მათი ლიდერები, ეს თარიღი იქნება საწინდარი იმისა, რამდენად მხარდაჭერილია საქართველო და რამდენი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რა მიზნებისკენ ვმოძრაობთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42