შს მინისტრის პირველი მოადგილემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა
პოლიტიკა - 14:15, 26 Feb, 2018     1097

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ფარგლებში ტარდება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, რადგანაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და განსაკუთრებით, ნარკოდანაშაული, სცდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა კახა საბანაძემ.

კონფერენციის მონაწილე სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო მიმართულებით მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, 11 ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღნიშნული პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, ჩართული რეგიონული ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება, ე.წ. "ჰეროინი-მარშრუტის" პროექტის მიგნებების საფუძველზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42