„ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს, დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცეს გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით - ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით - პარლამენტს."- განაცხადა კახა კალაძემ.
თალაკვაძის თქმით, ინიციატივა სამართლიანი და დროულია:
“ქართული დამწერლობა ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის არ დაგვიტოვეს, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებში, ჩვენი შვილები მხოლოდ უცხო ენაზე გაკეთებულ წარწერებს კითხულობდნენ. მერის ინიციატივა არის სამართლიანი და დროული - ყველამ უნდა სცეს პატივი კანონს და უპირველესად, გარე აბრებზე ქართული წარწერები გააკეთოს.”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






