საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვაზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს
პოლიტიკა - 13:08, 26 Feb, 2018     975

ცხინვალის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რეზოლუციაში დაფიქსირებული იქნება მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„მოხდა ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. საპარლამენტო უმრავლესობა ვაპირებთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას, სადაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ. ვინაიდან, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი და საფრთხეები არის მაღალი და დროა , საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი მობილიზება მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. მოვითხოვთ ასევე რუსეთის ფედერაციისგან, რომ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას.“ - განაცხადა თალაკვაძემ

შეგახსენებთ, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ოსური მხარე გულის მწვავე უკმარისობას ასახელებს, თუმცა სავარაუდოდ არჩილ ტატუნაშვილი ციხეში მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42