„ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა...
მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.
შს ყოფილი მინისტრისთვის ისიც გაუგებარია, „თუ რატომ უსვამენ ამდენ კითხვას ბუტა რობაქიძის საქმეზე“.
მისივე თქმით, მომხდარიდან მალევე სხვა უწყებაში გადავიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „გახედვაც არ უნდოდა“.
„ცხინვალის რეგიონისკენ იყო ჩემი ყურადღება, ეიფორიაში ვიყავით. რამდენიმე თვეში გაირკვა გირგვლიანზე და ისევ ეიფორიაში ვიყავით ყველა. სხვა უწყებაში გადავედი. არც ამ საქმის გამოძიება, არც ამ საქმის დისციპლინარული წარმართვა არ მეხებოდა. პროკურატურა იძიებდა... ვინმესთვის იარაღი რომ ჩაედოთ, ამაზე მექნებოდა რეაქცია. განაჩენის გამოტანა, ბრალის წაყენება არ იყო ჩემი კომპეტენცია. არ დავინტერესებულვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გახედვა არ მინდოდა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე განცხადებით, სიუჟეტების განხილვა მასთან არ ხდებიდა.
„ეს ჩანაწერი არ მინახავს. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა. მე თავდაცვის სამინისტროში უნდა გადავსულიყავი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ყოფილმა მინისტრმა გადაცემა „პატრულის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.
მასალის გამოყენების პირობები






