თბილისის გენგეგმა: მეცნიერული ნაშრომი თუ თეატრალური ბუტაფორია
პოლიტიკა - 12:35, 26 Feb, 2018     3566

საზოგადოებაში არ ცხრება კამათი თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის შესახებ. ერთნი თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი პანაცეა თბილისის გადასარჩენად, მეორენი მას საცნობარო „რეფრენს“ დოკუმენტის კვალიფიკაციას აძლევენ და თვლიან რომ მისი დამტკიცება, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე აქტი იქნება.

ერთნი ამბობენ, რომ ამ დოკუმენტზე 2 წლის განმავლობაში უამრავმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა იმუშავა და თვისობრივად ახალი და თანამედროვე დოკუმენტი შეიქმნა, სულ რაღაც 2 მილიონ ლარად და სახელმწიფო (თბილისის მერიის სახით) ვალდებულია მას დარჩენილი 800.000 ლარიც გადაუხადოს.

მეორენნი კი ეჭვს გამოთქვამენ, რომ არანაირ უცხოელ ექსპერტებს არ უმუშავიათ ამ დოკუმენტზე, მათი მხოლოდ სახელი გამოიყენეს და ამაში გადაიხადეს მიზერული თანხა და არა გაცხადებული 1,4 მილიონი ლარი, ხოლო ქართველ სპეციალისტებს უკვე მესამე წელია დაპირებებით კვებავენ და ეს 800.000 ლარი მათი დაპირებული შრომის ასანაზღაურებლად ჭირდებათ გენგეგმის ავტორებს.

თვალშისაცემია რომ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ დოკუმენტს დადებით შეფასებას აძლევს კატასტროფულად მცირდება მას მერე, რაც ქალაქის სათავეში ახალი მერი ბ-ნი კალაძე მოვიდა, რომელიც დიდად არ არის აღფრთოვანებული ამ დოკუმენტის კვალიფიცირებულობით.

შესაბამისად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დოკუმენტი არ მიიღო, დაუდგინა მას ხარვეზები და გამოსაწორებლად 45 დღე მისცა.

2,5 წლის განმავლობაში ნაწვალებ დოკუმენტს 45 დღეში, რომ ვერ გადაქცევ შემოქმედების ნიმუშად ეს ყველასათვის ცხადია. ამას ისიც ემატება, რომ დოკუმენტის საბოლოო შეფასებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მოწვეული ექსპერტები შეაფასებენ, რაც დიდი ალბათობით იმისი წინაპირობაა, რომ მათი ვერდიქტი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე უარყოფითი იქნება, რაც კალაძეს მისცემს საშუალებას არ მიიღოს ეს გენგეგმა და დარჩენილი 800.000 ლარს გაცემაზეც უარი განაცხადოს, პარალელურად კი ბიუჯეტში არ გადახდილი ჯარიმის 140.000 ლარის გადახდაც კატეგორიულად მოთხოვოს ავტორებს.

როგორც კომპეტენტური სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი არის მხოლოდ სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და სხვა არაფერი. ეს დოკუმენტი სავარაუდოდ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია კიდევ უფრო ძველი გენგემის მასალებიდან.

თუმცა, არც გადამოწერა და ახალ გარსში შეფუთვა გამოუვიდათ კარგად და წარმოდგენილი დოკუმენტი, ყოველგვარ შინაგან სილამაზეს და შინაარს არის მოკლებული. აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის შემოქმედებითი და ინტელექტუალური წვის პროდუქტი და სახეზე გავქვს რეალური გენგეგმის თეატრალური ბუტაფორია.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მუშა ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ბ-ნი გივი შავდიას ხელმძღვანელობით მუშაობდნენ თბილისის ადრეულ გენგეგმებზე და მათ მაინც უნდა იცოდნენ თუ რა შინაარსი და რა შრომა უნდა იყოს ჩადებული ასეთი ტიპის დოკუმენტში.

თუ გადახედავთ თბილისის ძველ 1972-2000 წლების გენგემას, მიუხედავად იმისა, რომ ის საბჭოთა კავშირის დროინდელი დოკუმენტია და ე.წ. „გოსპლანის“ მეთოდოლოგიით და დაკვეთით არის შესრულებული, მასში აშკარად ჩანს ავტორთა პროფესიონალიზმი, რომელიც მეცნიერულ დასაბუთებებზე, მონაცემთა ბაზებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის დოკუმენტს, რომელმაც დროს გაუძლო და რომელსაც პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზება, რომ დაცლოდა, დღეს თბილისში სულ სხვა რეალობა გვექნებოდა, ბეტონის „ჯუნგლებისგან“ განსხვავებით.

ამ ნაშრომში ყველა ის კომპონენტია მოყვანილი, რაც აკლია დღევანდელ გენგეგმას და თავისი სულისკვეთებით, ბევრად უფრო თანამედროვე დოკუმენტია, ვიდრე ეს უკანასკნელი.

თბილისის დღეს ჭირდება მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

თანამედროვე მსოფლიოში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინების და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომების გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურულ-მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობას არის მოკლებული და სწორედ ეს კომპონენტები არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

ამ ყველაფრის არ არსებობა, არანაირ „უხერულობას“ არ იწვევს პროექტის ავტორებში. არ ყოფილა მოთხოვნა და ამ თემებზე არც გვიფიქრიაო.

ბუტაფორია იქით იყოს და თუ არც მონაცემთა ბაზები არსებობს, არც სტატისტიკა, არც დემოგრაფიული მონაცემები, არც ქალაქის ცენტრი, არც ზონალობის თვითნებურად ცვლილების დასაბუთება, არც სატრანსპორტო პოლიტიკის გააზრება, არც განივი კავშირები და არც კონკრეტული რეკომენდაციები, მაშინ ისმის კითხვა - რასთან გვაქვს საქმე?

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტი რეალურად წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2009 წელს დამტკიცებული გენგემის კოპირებულ ასლს, რომელსაც ჩაუტარდა კოსმეტიკური ცვლილება და შეიფუთა „კრეატიულ გარსში“. ანუ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვაქვს მცდელობა თბილისს მიაღებინონ დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლება და მასში ასახულია (და ახლაც რჩება) მაშინდელი მმართველი კლანის ეკონომიკური ინტერესები.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ გახლავთ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ( ბ-ნი ნარმანია) მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც მხურვალედ უჭერს მხარს „ ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან ასოცირებული პოლიტიკური პერსონები. მხარს უჭერენ არა მისი პროფესიონალიზმის, არამედ ფაქტობრივი გარემოების გამო, რაც გამოიხატება მგგ-ში მათვის საინტერესო ადგილებისთვის გარკვეული ზონალობის მინიჭებაში, რკინიგზის გადატანის ქვეყნის ინტერესებისთვის მავნებლური პროექტის განხორციელების ხელშეწყობასა და კონკრეტული ბიზნეს ლოკაციების ხელში ჩაგდების სურვილში.

ჩვენ კი, თბილისის მოქალაქეებმა, სამწუხაროდ დავკარგეთ დედაქალაქის სწორი განვითარებისთვის ესოდენ საჭირო 3 წელი, არამიზნობრივად დავხარჯეთ რამოდენიმე მილიონი ლარი და რეალურად მივიღეთ დოკუმენტი რომელსაც კულისებში მივიწყებული, მტვერმოკიდებული, თეატრალური ბუტაფორიის სუნი ასდის.

ჯუმბერ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42