თბილისში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირება - დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი არასწორ განცხადებებს აკეთებს და დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს:
„ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორე - „ევროპული საქართველო“. ჩვენ „ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ის არის კონსტრუქციული. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.
მასალის გამოყენების პირობები






