„ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:16, 26 Feb, 2018     997
„ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში იმდენად რთულია, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებამ არმიის ჩართვაზეც უნდა იზრუნოს.

„ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა საჭირო. გასულ წელს, ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას, ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო, წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება.

ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში, ამის შესახებ მთავრობამ იცოდა თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. ქართული ოცნება არც წელს არ გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთი საქართველოც. . მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მთავრობას პრობლების მასშტაბები ესმის. მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში აქვთ ხელისუფლების მიერ ნაყიდი პრეპარატების მიმართაც, რადგან არავის უფიქრია მათი საკმარისად ინფორმირება. დღეს უკვე შეწამვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაგვიანებულია. ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც. გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა” - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42