ლანჩხუთის გამგებელმა საკუთარი ოჯახის კუთვნილი ავტომობილები გამგეობას მიაქირავა და ბიუჯეტის ფულით საბურავებს ცვლიდა
პოლიტიკა - 12:15, 26 Feb, 2018     3386
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა საკუთარი ოჯახის კუთვნილი ავტომობილები გამგეობას მიაქირავა, შემდეგ კი ამ ავტომობილებით თავად სარგებლობდა.

„2015-2016 წლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობს 2 ავტომობილით, რაზეც გაფორმებული არის საიჯარო ხელშეკრულებები. აქედან, ერთი ავტომობილი გამგებლის (ზაზა ურუშაძე) საკუთრებაა, ხოლო მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია მუნიციპალიტეტსა და ფ/პ ილია ურუშაძეს შორის . იჯარის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების მოვლა- პატრონობის ხარჯებს. კანონმდებლობის თანახმად , თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს. შესაბამისად აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.“- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, გამგებელი საბიუჯეტო ფულით საკუთარ ავტომობილებზე ცვლიდა საბურავებს, ზეთს და ანტიფრიზს.

„აღსანიშნავია, რომ გამგებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Volkswagen Passat-ის საწვავის გამოყენება არ ფიქსირდება 2016 წლის ივნისი-ოქტომბრის თვეებში, თუმცა ამავე პერიოდში ავტომანქანაზე გაწეულია სხვადასხვა სახის ხარჯი. კერძოდ, შეცვლილია საბურავები, გამოცვლილია ზეთი, ანტიფრიზი და სხვ. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა იჯარით აყვანილ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციაზე ხარჯები გასწია ისე, რომ მისი გამოიყენება არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის შესაბამის პერიოდში.“- ნათქვამია დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42