გიორგი მარგველაშვილმა, თელავის შემდეგ, მეორე შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გორში გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ საქმიანობისას უჩნდებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკისსიჯანსაღის მაჩვენებელია და მას ხელშეწყობა სჭირდება. მისი განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიცბიზნესმენების წინაშე დგას.
მეწარმეების განცხადებით, მათი უმთავრესი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, "ძვირი ფული", აგროდაზღვევის გაფართოება და დახვეწაა. გიორგი მარგველაშვილიმეწარმეებთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები






