საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:03, 25 Feb, 2018     1122

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ.

„2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე -არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულნი არიან ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ რეგიონზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას.


მივმართავთ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო საზოგადოებას, დროული რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას, დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები“,- ნათქვამია თამარ ხულორდავას მიმართვაში.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, მოუწოდებს ევროპარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.


„მიმდინარე წელს, 2008 წლის ომიდან 10 წელი სრულდება და მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სრულ მხარდაჭერას, დაგმობს ძალადობასა და პროვოკაციებს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“,- ნათქვამია თამარ ხულორდავას განცხადებაში.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ცხინვალში მომხდარის შესახებ უკვე აცნობა და სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს გაემგზავრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42