საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:01, 25 Feb, 2018     1204

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექციაწაიკითხა.

გორის უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას და გორის სამხედრო აკადემიის სტუდენტებს კამპანიის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოსდამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ძალიან მძიმე დღეა - საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე. ამ დღეს ჩვენმა მტერმა საქართველოს ერთიანობასა დამრავალფეროვნებას დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ჩვენ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, აღვადგენთ არა ძალით და სამხედრო გზით,არამედ ერთობით, ამაშია ქართველების ძალა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის ის წინაპირობები გაიხსენა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნას და დამოუკიდებელისაქართველოს პირველი მიღწევები განიხილა.

მისი განცხადებით, ჩვენმა წინაპრებმა 100 წლის წინ შექმნეს ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო - სადაც დაცული იყო პოლიტიკური ოპოზიციის უფლებები,ქალთა უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებები, და სწორედ, პირველი რესპუბლიკის სამი წლის სულისკვეთებამ გაგვატანინა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლიანი პერიოდიდა პირველი რესპუბლიკის აღდგენით დავიწყეთ ახალი დამოკიდებლობის ათვლა.

"მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ 26 მაისის შემოქმედნი. ერთად ვიყოთ, საზოგადოება ჩაერთოს ამ თარიღის აღნიშვნაში და გაერთიანდეს. საზოგადოებამ გაიაზროს და გაიხსენოს რასვაკეთებდით. ჩვენ საზოგადოებამ შევქმნათ ერთობლივი ნააზრევი, რომელიც დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს. მე გამოვაცხადებ მოკლე ესეების კონკურსს, რომლებშიც ჩვენ აღვწერთჩვენს განცდას, ჩვენს ნააზრევს, იმას, თუ რა ემოციით გადავდივართ დამოუკიდებლობის ახალ ასწლეულში, რა მიზნისკენ უნდა იმოძრაოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ", - აღნიშნასაქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ 100 წლის წინ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ მიზანი თავისუფალი სახელმწიფოსა და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაა.

"ეს ფიქრი არ გამოვა წარსულთან მიბრუნების გარეშე - ვინ ვართ და როგორ ვხედავ ჩემს იდენტობას. ამის გარეშე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რა ღირებულებებითსაზრდოობდა ჩვენი სახელმწიფო, რა სირთულეებს გაუძლო. ჩვენთვის მთავარი და განმსაზღვრელი იყო ის, რომ ჩვენ სახელმწიფო შევქმენით ტოლერანტული ღირებულებებისსახელმწიფოდ - ამ ღირებულებებით იყო გაერთიანებული საზოგადოება.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მუდმივად ისწრაფოდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასახვეწად, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც ევროპული არჩევანი გააკეთა ჯერკიდევ, 16 საუკუნის წინ - აირჩია ქრისტიანული რელიგია, მაშინვე გაკეთდა აქცენტი ქრისტიანულ სახელმწიფოებთან კავშირებზე - ეს ნიშნავდა ევროპასთან კავშირს. უნდა გვესმოდესმათი არჩევანი დღეს, ჩვენი წინაპრების ეს არჩევანი უნდა გავაღრმავოთ, და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნით უნდა გავაგრძელოთ, რადგან მათ დაიწყეს ეს მოძრაობაპროგრესული იდეებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მტრის მიზანი იმ რწმენის გატეხვაა.

"ყველა პროპაგანდისტული მანქანა იმუშავებს იმისთვის, რომ თქვენ ცოტა მაინც შეეჩვიოთ ამას. ცოტა მაინც თქვათ, რომ "ჰო რას იზამ, ასეა", - აი ამის თქმა ნიშნავს იმ ტერიტორიისდაკარგვას, ამის თქმა ნიშნავს, ჩვენი სამშობლოს დაკარგვას. არასდროს არ უნდა შევეჩვიოთ ამას და მუდმივად უნდა ვიყოთ ძალიან მძაფრად დაპირისპირებული იმასთან რაც ხდება,და რაც გააკეთეს. სწორედ გორში მინდა ვთქვა, რომ, ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი, ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ, ძალიან სერიოზულ ძარღვსჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა, საზოგადოებრივი სივრცისა. არაერთი შერეული ოჯახი, არაერთი ძალიან მამაცი ოსი არსებობდა და არსებობს, რომელიც ერთიანისაქართველოსთვის მოღვაწეობდა. მათ საქართველოს მომავალში აქვთ ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი. საქართველო ძლიერი იქნება მაშინ, როდესაცგამთლიანდება თანხმობით და არა ომით.

რუსებმა მოახერხეს და დაპირისპირების ინსპირაცია გააკეთეს. მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოხდება სწორედ მაშინ, როცა ქართველები და ოსები თავისსაერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ. იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე. თუ გაქვთოს თანამემამულესთან ურთიერთობა, თუ რაღაცას გეგმავთ, თუ რაღაცას საუბრობთ, თუ გყავთ საერთო ნათესავები - ეს არის სიძლიერე საქართველოსი," - აღნიშნა საქართველოსპრეზიდენტმა. მისი თქმით, სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ, როდესაც ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს ახალგორში.

"ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყამს ხოლმე ყოველთვის რუსი. თქვენი ძალა, თქვენიიარაღი ის ურთიერთობაა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90 -იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამურთიერთობის პირდაპირი დარტყმაა მავთულხლართები, რასაც აქ აგებენ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გორის უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კამპანიის მიმდინარეობისასსაქართველოს ყველა რეგიონში გამოიფინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42