გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელში, წილკანში გადასვენება 26 თებერვალს მოხდება. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახს უცხადებენ, რომ ცხედარს ადგილზე ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
ჯერჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებიც ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მათ საბუთები ჩამოართვეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
„უშიშროებიდან იყვნენ ამოსულები გუშინ და თქვეს, რომ ოსურმა მხარემ უარი გვითხრა ცხედრის გადმოცემაზეო. გუშინ უნდა გადმოეცათ ცხედარი. ჩვენ უნდა ჩავუტაროთ ჩვენი ექსპერტიზაო. შაბათ-კვირას ჩვენ არ გვცალიაო, ვისვენებთო, მეტი ცინიზმი გინახიათ ხალხო? რა გახდა ერთი ექსპერტიზის ჩატარება და ორშაბათს გადმოგცემთო. მაგის მანქანა ყავდათ ნაქირავები და პროდუქტი შეჰქონდა და ეგ იყო, სხვა არაფერი,“ - ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






