თბილისის მერი მონაკოს მერსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 20:37, 24 Feb, 2018     1043
თბილისის მერი კახა კალაძე მონაკოს მერს, ჟორჟ მარსანსა და ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.

თბილისის მერთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში დაგეგმილ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას შეეხო. გამოფენა, რომელიც 2019 წლის იანვრამდე გაგრძელდება, სტარტს ვენაში აიღებს და ტოკიოში დასრულდება.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, გამოფენის ორგანიზატორებს საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი.

„ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილეა. ამიტომაც, მონაკოს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი თაოსნობით, ფოროსმანის გამოფენა თავდაპირველად, ალბერტინას მუზეუმში იგეგმება, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ძალიან ბევრს ქალაქს მოივლის და ტოკიოში დასრულდება. ისინი ახალი ხედვით უყურებენ ფიროსმანს და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მონაკოს მერიასთან ერთად, ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელებას შეძლებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ფონდ „ინფინიტ არტის“ წარმომადგენლის ედრიან ბარსენის თქმით, მათი მიზანია, მსოფლიოს ნიკო ფიროსმანი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ.

„თბილისის მერთან შეხვედრაზე ვენაში, ნიკო ფიროსმანის პირველი გამოფენის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ჩვენ არა მხოლოდ ვენაში ვგეგმავთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას, არამედ გვსურს, მსოფლიოს მისი შესანიშნავი ნახატები გავაცნოთ“, - განაცხადა ედრიან ბარსენმა.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ვენაში, ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის ოქტომბრიდან უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42