მოსკოვი საქართველოდან ტერორიზმის საფრთხეს არსებობას საბაბად იყენებდა - ამერიკელი ანალიტიკოსი
პოლიტიკა - 13:33, 24 Feb, 2018     1267
სოუფანის ცენტრისა და გლობალური სტრატეგიის ქსელის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშს, რომელიც ISIS-ის დამარცხების შემდეგ, უცხოელი მებრძოლების თავიანთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა, ვაშინგტონში ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ.

ამერიკელი და რუსი ექსპერტების მოსაზრების მიხედვით, სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, მებრძოლების საქართველოში დაბრუნებას რუსეთი მორიგი პროვოკაციისთვის გამოიყენებს.

ანგარიშის მიხედვით, 200 მებრძოლიდან საქართველოში 50 უკვე დაბრუნდა, 50 კი ადგილზე რჩება.

„საქართველო სტაბილური, წარმატებული ქვეყანაა, კარგი ადგილობრივი მმართველობით და ჰყავს ძლიერი რელიგიური და ეთნიკური საზოგადოებები. ამას პრობლემად არ მივიჩნევ. 50 კაცი მცირე რაოდენობაა და მათი მონიტორინგი შესაძლებელია ადმინისტრაციის მიერ. წარსულში რუსეთის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ პანკისის ხეობაში და სხვაგან ტერორისტები იყვნენ. რეალური საფრთხე არ იყო, თუმცა, მოსკოვი საქართველოდან ტერორიზმის საფრთხეს არსებობას საბაბად იყენებდა, რომ საზღვრებზე კონტროლი გაემკაცრებინა და საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის შეზღუდვების დაეწესებინა,“ - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, რიჩარდ უეითზმა "რუსთავი 2"-თან.

ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსკი კი ამბობს, რომ საქართველოში სირიიდან საერთოდ რომ არ დაბრუნდეს არცერთი მებრძოლი, ეს მაინც ვერ შეაჩერებს რუსეთს, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და პროვოკაციები მოაწყოს.

„რუსებს საქართველოც სძულთ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. მე არ ვიცი, ვინ დაბრუნდება. შესაძლოა, იყვნენ ერთეულები, მაგრამ რას მოიმოქმედებს საკუთარი მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დააპატიმრონ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ტერორისტების თავმოყრა საქართველოში არ იქნება,“ - ამბობს ანდრეი პიანტკოვსკი.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42