თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავს - "თავისუფალი საქართველო"
პოლიტიკა - 13:27, 24 Feb, 2018     1343
„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაზე თვალს ხუჭავაში ადანაშაულებს:

"საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერი სახის რეკლამა სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც (ქართულთან ერთად). მხოლოდ უცხოენოვანი რეკლამის განთავსება, წარმოადგენს სამართალდარღვევათას და იწვევს იურიდიული პირის 3000 ლარით დაჯარიმებას.

მხოლოდ უცხოენოვანი სარეკლამო ბანერებია განთავსებული თბილისის პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ ქუჩაზე (თამარაშვილის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის გამზირები და სხვა). მცირე ხნის წინ, წერეთლის გამზ. N118-ში (საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მიმდებარედ) მშენებარე ობიექტზე განთავსდა მასშტაბური სარეკლამო აბრა წარწერით: „COMING SOON BURGERBAR”. აბრას არ აქვს ქართული შესატყვისი.

ერთის მხრივ, სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა, ასეთ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს კანონმდებლობის მიმართ. მწოეწა მზრივ კი, შემაშფოთებელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უმოქმედობა, რომლიც ვალდებულია კანონდარღვევის აღმოჩენისთანავე მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

„თავისუფალმა საქართველომ“ უკვე მიმართა თბილისის მერიას რეაგირებისთვის და მიაწოდა იმ ადგილების მისამართები, სადაც კანონდარღვევით არის განთავსებული სარეკლამო აბრები.

მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ჩვენ ქვეყანაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და ქართულ სახელმწიფოს"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42